სამედიცინო დოკუმენტების თარგმნა – ეს არის სპეციალიზებული და უაღრესად საპასუხისმგებლო ლინგვისტური მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო ხასიათის დოკუმენტების ზუსტ, მაღალპროფესიონალურ თარგმანს ერთი ენიდან მეორეზე. ასეთი სახის თარგმანი მოითხოვს არა მხოლოდ ენობრივ კომპეტენციას, არამედ ღრმა ცოდნას სამედიცინო ტერმინოლოგიის, პროცედურების, დაავადებებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესახებ.
სამედიცინო დოკუმენტაციის (ზუსტი) პროფესიონალური თარგმნა არის პაციენტის მკურნალობის წარმატების აუცილებელი პირობა.
ჩვენ ვართ პროფესიონალური თარჯიმანთა ბიურო, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ოფიციალური სამედიცინო თარგმანი. ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული თარგმნის მეთოდები, ამიტომ მზად ვართ დავაკმაყოფილოთ მომხმარებლების ყველაზე არასტანდარტული მოთხოვნებიც კი.
სამედიცინო ტექსტების მაღალი ხარისხის თარგმანის უზრუნველსაყოფად, სამუშაოში ყოველთვის ჩართულია კვალიფიციური სპეციალისტების გუნდი, რომელიც მოიცავს ამ სფეროში სპეციალიზებულ მთარგმნელს და რედაქტორს. საჭიროების შემთხვევაში, გუნდი დამატებით დაუკავშირდება სამედიცინო კონსულტანტებს, რომლებიც აანალიზებენ განსაკუთრებით რთულ საკითხებს და რედაქტორთან ერთად აკონტროლებენ სამედიცინო ტერმინების თარგმანის სიზუსტეს. ასევე, ზოგჯერ სამუშაოში ერთვება კოპირაიტერი, რომლის ამოცანაა თარგმნილი ტექსტის დახვეწა და სამიზნე აუდიტორიისთვის მისი ადაპტირება.
ჩვენს სპეციალისტებს დიდი გამოცდილება სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების დოკუმენტაციის თარგმნაში, როგორიცაა:
ბიზნესისთვის სამედიცინო თარგმნა საჭიროებას მოითხოვს სხვადასხვა შემთხვევებში. მაგალითად: როდესაც ხდება სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტი. ასეთ დროს, ხშირად საჭირო ხდება სამედიცინო კონტრაქტების, სამედიცინო აპარატურის სპეციფიკაციების და ტექნიკური დოკუმენტაციების თარგმნა.
ჩვენ ასევე ვასრულებთ დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანებს.
სამედიცინო დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის განხორციელება ორი პროცესისგან შედგება – დოკუმენტების პირდაპირი თარგმანი და მათი ნოტარიულად დამოწმება. პროცედურა აუცილებელია უცხოურ დოკუმენტის საქართველოში ან ქართულ ენაზე შესრულებული დოკუმენტების ქვეყნის ფარგლებს გარეთ იურიდიული ძალის მისაცემად.
ნოტარიულად დამოწმება ადასტურებს, რომ თარგმანი შესრულებულია სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ. მთარგმნელი პასუხისმგებელია დოკუმენტის შინაარსზე, ამას ადასტურებს თავისი ხელმოწერით.
არსებობს ნოტარიუსის წესები, რომელთა მიხედვითაც გაიცემა ტექნიკური ფურცლები ასლი-თარგმანით. დასრულებული თარგმანი და ორიგინალი უნდა იყოს შეკერილი და დამაგრებული კონგრევით. ამ შემთხვევაში, ორიგინალი თავსდება ზემოთ, ხოლო თარგმანი თავსდება ქვემოთ.
იმისათვის რომ მიიღოთ თარგმნის ღირებულება გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი ტექსტი იმეილზე contact.etranslate@gmail.com და მიუთითოთ სასურველი ენაზე თარგმნა. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ ტექსტის თარგმნის ღირებულებას და დროს. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 09 75 27 ან დაგეგმოთ ვიზიტი ჩვენს ოფისში რომელიც მდებარეობს ვაჟა ფშაველას გამზირი 41 ვაჟა ფშაველას გამზირი (მეტრო დელისთან).